უგულავას საქმე

გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

Gigi Ugulava
Tabula

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიგი უგულავა სასჯელღსრულების #9 დაწესებულებაში (მატროსოვის ციხე) იმყოფება, - ამის შესახებ ტაბულას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს.

პრესსამსახურის ცნობით, გიგი უგულავა თავდაპირველად გლდანში, სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში (მიმღებ დაწესებულებაში) იმყოფებოდა და ყველა პროცედურის გავლის შემდეგ გადაიყვანეს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახური არ ფლობს ინფორმაციას გავრცელებული ცნობების შესახებ, რომ გლდანის ციხიდან გიგი უგულავას გადაყვანის მიზეზი მისი განთავსებით პატიმრებში გამოწვეული ხმაური გახდა. 

გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას ბრალად უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იძულებისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედება.

4 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილ მერს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

კომენტარები