რასმუსენის ინტერვიუ

რასმუსენი: NATO-ს მოკავშირეებს მოვუწოდებთ, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები

0 კომენტარი

NATO-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი euronews-თან ინტერვიუში ამბობს, რომ საჭიროა, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა და ორგანიზაციის მოკავშირეებმა თავდაცვის ხარჯები გაზარდონ. მისი თქმით, რუსული შეიარაღებული ძალები უფრო გათანამედროვებულია, ვიდრე 2008 წელს იყო, როდესაც ისინი საქართველოს დაესხნენ.

"უსაფრთხოება ევროპაში დრამატულად შეცვლილია. რუსეთის უკანონო სამხედრო მოქმედებები უკრაინაში გამოსაღვიძებელი სიგნალია. ეჭვი არ არსებობს, რომ რუსეთია ჩაბმული აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციაში. მათ აქვთ იარაღები და აღჭურვილობა და ასევე ჰყავთ ჯარისკაცები უკრაინის საზღვრებთან. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა. და მოვუწოდებთ, გაიყვანოს უკრაინის საზღვრებიდან არმია. ცოტა ხნის წინ ახალი ჯარები დავინახეთ საზღვართან.

ვნახეთ, რომ რუსული შეიარაღებული ძალები ძალიან სწრაფად მოქმედებენ. რუსული შეიარაღებული ძალები უფრო გათანამედროვებულია, ვიდრე ვნახეთ 2008 წელს, როდესაც ისინი საქართველოს დაესხნენ. ამიტომაც ჩვენ NATO-ს მოკავშირეებს მოვუწოდებთ, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები და გაათანამედროვონ შეიარაღებული ძალები. გასული 5 წლის განმავლობაში რუსეთმა თავდაცვის ხარჯები 50%-ით გაზარდა, როდესაც NATO-ს წევრმა ქვეყნებმა საშუალოდ ხარჯები 20%-ით შეამცირეს. რაც ვნახეთ უკრაინაში არის თამაშის წესების შემცვლელი. ახლა დროა, გადავხედოთ ტენდენციას და თანდათანობით გავზარდოთ ხარჯები თავდაცვაზე", - აღნიშნა რასმუსენმა.

რასმუსენს მანდატი რამდენიმე თვეში ეწურება. ის აღნიშნულ პოზიციაზე 5 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები