საერთაშორისო ვაჭრობა

საქართველოსა და ყაზახეთს შორის საბაჟო პროცედურები გამარტივდა

ყაზახეთისა და ყირგიზეთის საზღვარი
მაკსატ ოსმონალიევი / centralasiaonline.com

28 ივნისს, ბრიუსელში, ყაზახეთის რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგელობაში შემოსავლების სამსახურის უფროსმა ირაკლი გვარამაძემ და ყაზახეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გოსმან ამრინმა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის „საქონელსა და სატრანპსორტო საშუალებებზე საბაჟო კონტროლის ცალკეული შედეგების, აგრეთვე, საბაჟო ოპერაციების განხორციელბისას საბაჟო კონტროლის ურთიერთაღიარების შესახებ“ ოქმს მოაწერეს ხელი.

შეთანხმების შედეგად მხარები ვალდებულნი არიან, ორმხრივად აღიარონ საქონლისა და სატრანპოსტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ცალკეული შედეგები, როგორიცაა აწონვის შედეგები, სკანირება და სხვა. მხარეები ასევე ორმხრივად აღიარებენ ბარგის, ტვირთის, საფოსტო გზავნილისა, დასატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული საბაჟო დოკუმენტების ავთენტურობას, შტამპს, საბაჟო ბეჭედს და სხვა ოფიციალურ ნიშნებს.

ამასთან, მხარებეები წერილობით შეთანმხდნენ, რომ მიზნად ისაახავენ საბაჟო დოკუმენტების ჰარმონიზაციას და გამარტივებას. აღნიშნული შეთანხმება საქართველოს ექპორტიორებისთვის გაამარტივებს საბაჟო პროცედურებს ყაზახეთის რესპუბლიკაში.

საქართველომ მსგავსი შეთანხმება 2010 წელს უკრაინასთან გააფორმა. 2013 წელს  კი გაჩნდა ინიციატივა, რომ ანალოგიური ოქმი სუამი-ის წევრ სახელმწიფოებთან გაფორმდეს, რაზეც უკვე სახელმწიფოებმა დაიწყეს მუშაობა.  

კომენტარები