უიმბლდონი 2014

ჯოკოვიჩი: ეს გამარჯვება განსაკუთრებულია

ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ფინალში როჯერ ფედერერის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრას ყველაზე განსაკუთრებული უწოდა. შვეიცარიელის დამარცხებით, ჯოკოვიჩმა ფინალებში წაგებათა სერია დაასრულა.

27 წლის ჩოგბურთელმა დრამატულ დაპირისპირებაში გაიმარჯვა, რაზეც ანგარიშიც მეტყველებს - 6-7 (7-9), 6-4, 7-6 (7-4), 5-7, 6-4 

მეხუთე სეტის მოგებით, სერბმა ზედიზედ სამჯერ მარცხის შემდეგ საბოლოოდ მოიგო ასეთი დიდი მნიშვნელობის ტურნირი.

"ეს ყველაზე განსაკუთრებული დიდი სლემის ფინალი იყო, სადაც ოდესმე მითამაშია. რამდენიმე ფინალური შეხვედრა მიყოლებით დავთმე, ამიტომ ჩემს კარიერაში ამ მომენტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

2012 წელს, ავსტრალიის ღია პირველობაზე ნადალთან ყველაზე ხანგრძლივი ფინალი მქონდა, მაგრამ პირველიდან ბოლო ქულამდე რომ დავუკვირდეთ, ეს ერთმნიშვნელოვნად საუკეთესო მატჩი იყო", - განაცხადა ნოვაკ ჯოკოვიჩმა.

კომენტარები