სახალხო დამცველის აპარატი

ომბუდსმენი: შეიქმნას ორგანო, რომელიც სამართალდამცველთა დარღვევებს შეისწავლის

news.ge

სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ორგანოს შექმნის რეკომენდაციით გამოდის, რომელიც მიუკერძოებლად შეისწავლის სამართალდამცველების მიერ შესაძლო დანაშაულის ფაქტებს. როგორც უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ასეთი ტიპის ორგანოს შექმნა აუცილებელია. ომბუდსმენი განმარტავს, რომ სახალხო დამცველის აპარატში მსგავსი ტიპის საჩივრები შედის. 

"სამწუხაროდ, ჩვენს ანგარიშში შესულია 40-მდე საჩივარი, როდესაც მოქალაქეები უჩიოდნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. როდესაც გამოძიება გრძელდებოდა და შედეგი გამცხადებლებისთვის არ იყო ცნობილი. რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გამოძიების ეფექტურობას, რამდენად არის მსგავსი გამოძიება ეფექტური, რამდენად დამოუკიდებელია გამოძიება. როდესაც ნებისმიერი სამართალდამცავი ორგანო საკუთარ გენერალურ ინსპექციას აბარებს თავისი თანამშრომლის მხრიდან ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას, ეს გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის პრობლემა წლების განმავლობაში იდგა ქვეყანაში", - განაცხადა ნანუაშვილმა. 

კომენტარები