ედუარდ შევარდნაძე

პრემიერი: ედუარდ შევარდნაძე საერთაშორისო მნიშვნელობის პოლიტიკოსი იყო

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მე-2 პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ედუარდ შევარდნაძის წვლილი თანამედროვე მსოფლიოში საქართველოს გეოპოლიტიკური როლის ჩამოყალიბებაში. ედუარდ შევარდნაძე იყო საერთაშორისო მნიშვნელობის პოლიტიკოსი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა "ცივი ომის" დასრულებასა და მსოფლიოს ახალი წესრიგის დამკვიდრებაში. ვუსამძიმრებ და თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახსა და ახლობლებს“, - ნათქვამია ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში.  

როგორც ტაბულას შევარდნაძის პრესსამსახურში უთხრეს, იგი 12:00-ზე, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები