ედუარდ შევარდნაძე

მარგველაშვილმა შევარდნაძის ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მე-2 პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ოჯახის წევრებს კრწანისში პირადად მიუსამძიმრა.

„ედუარდ შევარდნაძე მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსი იყო, რომელმაც ფაქტობრივად საბჭოთა სისტემის დემონტაჟში მონაწილეობა მიიღო. ის იყო პოლიტიკოსი, რომლის სახელსაც ევროპაში კედლების ნგრევა და ახალი ევროპის წარმოქმნა უკავშირდება. ბუნებრივია, იგი ახალი საქართველოს შექმნასა და ქვეყნის დასავლური კურსით განვითარების საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა“, - თქვა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც მარგველაშვილი ამბობს, საქართველოს პრეზიდენტი გარდაცვლილი პრეზიდენტის ოჯახს პატივს მიაგებს, რაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბუნებრივ როლს შეასრულებს. 

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ედუარდ შევარდნაძის დამკრძალავი სახელმწიფო კომისია უკვე შეიქმნა. 

როგორც ტაბულას შევარდნაძის პრესსამსახურში უთხრეს, იგი დღეს 12:00-ზე, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები