რუსულ-ქართული ურთიერთობები

ფანჯიკიძე მედვედევის განცხადებაზე: ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას საკუთარი ბაზარი

"ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას საკუთარი ბაზარი, მათ შორის საქართველომაც", - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ რუსეთის პრემიერმინისტრ დმიტრი მედვედევის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც რუსეთი თავისი ბაზრის დამცავ ზომებს მიიღებს, თუ უკრაინისა და საქართველოს პარლამენტები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცრებას მოახდენენ.

ფანჯიკიძის განცხადებით, იმისთვის, რომ საკუთარი ბაზრის დაცვის პირობებში მაინც არსებობდეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა, არსებობს ხელშეკრულებები.

"არსებობს სწორედ ამ ურთიერთობების სხვადასხვა რეჟიმი, არსებობს კონსულტაციები, რომელიც დავიწყეთ რუსეთის მხარესთან იმისათვის, რომ ეს ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის განვითარდეს ისევე კარგად, როგორც დაიწყო დაახლოებით ერთი წლის წინ", - განაცხადა ფანჯიკიძემ. 

კომენტარები