საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი

ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა გაიზრდება

0 კომენტარი
ზვიად სიჭინავა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე გუნდების რაოდენობა გაიზრდება.

ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ განუცხადა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა ჯერ უცნობია, კონკრეტულად რამდენი გუნდი იქნება.

"დღეს დილით მქონდა შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებთან, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სპორტის მინისტრი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებთან ერთად, სამი დღის განმავლობაში მოიძიებს თანხებს გუნდების დასაფინანსებლად. 

ეს თანხები გათვლილი იქნება ჩემპიონატში უფრო მეტი გუნდისთვის, ანუ გუნდების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა 14 იქნება, 16 თუ 18, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა.

ეს გადაწყვეტილება ფინანსების რაოდენობიდან გამომდინარე მიიღება და პარასკევს გამოცხადდება საბოლოო გადაწყვეტილება", - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

როგორც ირკვევა, მოსაძიებელი თანხები გუნდებს საარსებოდ ზამთრის პერიოდამდე ეყოფათ, შემდეგ კი სახსრების მონახვა მათ ახლიდან მოუწევთ - ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობი საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა განაცხადა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები