სამომხმარებლო ბაზარი

ქართველ მომხმარებელს შეეძლება Gmail-ით მშობლიურ ენაზე ისარგებლოს

Gmail ახლა უკვე 71 ენაზეა ხელმისაწვდომი
ibtimes.co.uk

Google-ის ელექტრონულ საფოსტო სერვისს, Gmail-ს 8 ივლისიდან 13 ახალი ენა დაემეტა და მისი გამოყენება უკვე ქართულადაც იქნება შესაძლებელი.  

Gmail  აქამდე 58 ენაზე იყო ხელმისაწვდომი დღეიდან კი 71 ენაზე შეეძლებათ მომხარებლებს მისი გამოყენება. შედეგად, ინტერნეტის მომხარებელთა 94%-ს შეუძლია მშობლიურ ენაზე ისარგებლოს საფოსტო სერვისის პროვაიდერის მომსახურებით.

მომხარებელს ენის შეცვლა ორშაბათიდან, 14 ივლისიდან, საკუთარ Settings მენიუში შეეძლება. 

კომენტარები