ედუარდ შევარდნაძე

შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიალს ბეიკერი და გენშერი დაესწრებიან

საქართველოს მე-2 პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიას აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი და გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ვიცეკანცლერი ჰანს-დიტრიხ გენშერი, ასევე მისი მეუღლე ბარბარა გენშერი დაესწრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრებას გეგმავენ ესტონეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი არნოლდ რუტელი; ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი როზა ოტუმბაევა; აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვი; სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე გალუსტ საჰაკიანი; ავსტრიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალური მინისტრი ვოლფგან ბრანდშთეთერი და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტაკაო მაკინო.

ედუარდ შევარდნაძეს 13 ივლისს კრწანისის ყოფილი რეზიდენციის ეზოში, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ. იგი 7 ივლისს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები