ევროპის სახალხო პარტია

EPP: ენმ-ის დაშინების მიმდინარე კამპანია უტოლდება პოლიტიკურ ანგარიშსწორებას

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ევროპის სახალხო პარტიის საგარეო საკითხთა კოორდინატორმა ელმარ ბროკმა (გერმანია), ასევე, ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის საგარეო საკითხთა კოორდინატორმა ქრისტიან პრედამ (რუმინეთი) "საქართველოში საპარლამენტო ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარე ზეწოლასთან დაკავშირებით, ღრმა შეშფოთება გამოთქვეს".

„ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები აიძულეს, მოეხსნათ კანდიდატურები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ისიც, რომ ოპოზიციის წევრთა წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის უფროსის და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას შემთხვევა - რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და რომელსაც უარი ეთქვა გირაოზე, დიდ შეშფოთებას იწვევს მთავრობის მხრიდან დემოკრატიული პრინციპების ერთგულებასთან დაკავშირებით. მთავარი ოპოზიციური პარტიის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის - დაშინების მიმდინარე კამპანია უტოლდება პოლიტიკური ანგარიშსწორებასა და ვენდეტას. მთავრობა, რომელმაც სულ მცირე ხნის წინ მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ვალდებულია, მიიღოს როგორც ერთი მონეტის ორი მხარე ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც წარმოადგენენ როგორც ოპოზიციას, ასევე მთავრობას. სწორედ ესაა ევროპული გზის ფუძემდებლური პრინციპები", - ნათქვამია ბროკის და პრედას განცხადებაში.

კომენტარები