განახლებული ინფორმაცია მესტიის მიმართულებით ფრენებზე იხილეთ აქ.
ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით ფრენები კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ შესრულდება და ბილეთის ღირებულება 50 ლარი იქნება. ამის შესახებ მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს მესტიის აეროპორტის დირექტორმა აფი გიგანმა განუცხადა. მისივე თქმით, თითო რეისზე 15 მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი.
ფრენები უახლოეს დღეებში დაიწყება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია სერვისეირი განახორციელებს. ნატახტარიდან რეისი 11:00 საათზე, ხოლო მესტიიდან 2:00 საათზე შესრულდება.
ფრენების სიხშირე დამოკიდებული იქნება მგზავრთა აქტივობაზე - განმარტავს აეროპორტის დირექტორი.