პროგრამული უზრუნველყოფა

Virtualbox - მანიპულირება ოპერატიული სისტემებით

Oracle, კომპანია, რომელიც მსოფლიოში მეორე უმთავრეს პროგრამულ უზრუნველმყოფად ითვლება Microsoft-ის მერე, მომხმარებლისთვის უმეტესად პროგრამული ენით, Java-თი არის ცნობილი.

Oracle Java-ს გარდა მომხმარებელს, როგორც კორპორაციულ ისე პირადი გამოყენებისთვის უამრავ სხვა პროდუქტსაც სთავაზობს. მისი საქმიანობის წარმატებულობისთვის მხოლოდ ორი რიცხვის დასახელებაც კმარა. 2012 და 2013 წელს მისმა წმინდა მოგებამ შესაბამისად 10 და 11 მილიარდი დოლარი შეადგინა.

Oracle-ის პროგრამების დიდი ნაწილი (85%) კორპორატიული სერვისებია.

საცალო სამომხმარებლო ბაზარზე არსებული პროდუქციიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროგრამა არის Virtualbox, რომლიც კომპანიამ 2007 წლიდან დანერგა. 

როგორც წესი, პერსონალური კომპიუტერი, იქნება ეს Mac თუ PC, მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაუშვას მხოლოდ ერთი სახის ოპერატიული სისტემა, მაგალითად Windows, OS X ან Linux.შესაბამისად, არსებობს პროგრამები, რომელიც მხოლოდ ერთი ოპერატიული სისტემისთვის არის გაკეთებული და ოპტიმიზირებული, სხვა ოპერატიული სისტემებს კი მისი გაშვება არ შეუძლია.

მაგალითისთვის, Apple-ის Logic Pro X ან თუმდაც GarageBand, რომელიც მომხმარებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს და რომლის გამოყენებაც მხოლოდ Macbook Pros, Air-ის  iMac-ის მომხმარებელს შეუძლია. ანალოგიურად, უამრავი თამაში და პროგრამა იწერება Windows-თვის, რომელსაც OS X-ზე ფუნქციონირება არ შეუძლია.

ამ შემთხვევებისათვის არსებობს გადაწყვეტილება: Virtualbox.

Windows-ის საოპერაციო სისტემა Apple-ის კომპიუტერზე
ფოტო: Screenshot
პროგრამა, მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაუშვას აქტუალური ოპორატიული სისტემები, რომლებსაც ჯამში მომხმარებლის დაახლოებით 99% იყენებს. ასეთებია: Windows, OsX, Linux, Solaris, BSD , IBM OS /2. 

შესაბამისად, თუ ადრე სასურველი პროგრამის გაშვება პრობლემას წარმოადგენდა იმის გამო, რომ ის შესაბამისი ოპერატიული სისტემისთვის არ იყო დამზადებული და ამის გამო ადამიანებს ხშირად ახალი ლეპტოპების თუ სხვა მოწყობილობის ყიდვა და დიდი ფულის გადახდა უწევდა, Virtualbox-ის მეშვეობით ეს პრობლემა გადაწყვეტადია. აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამა სრულიად უფასოა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი გადმოწერა.

პროგრამა თავდაპირველად 2007 წელს Innotek GmbH-მ შექმა, რომელიც მოგვიანებით SUN Microsystems-მა შეიძინა. სწორედ 2010 წელს Oracle-ს მიერ Sun-ს გამოსყიდვამ გამოიწვია ის, რომ პროგრამა კოროპორაციის ხელში აღმოჩნდა.

2010 წლიდან დღემდე Oracle  Virtualbox-ის განვითარებაზე და ახალი ფუნქციების დამატებაზე აქტიურად ზრუნავს. უკვე გამოშვებულია 4.3 ვერსია ამ პროგრამისა, რომელიც მომხმარებელს უამრავ შესაძლებლობას თავაზობს.

კომენტარები