გიგი უგულავას საქმე

პროკურატურა უგულავასთვის სხვა საქმეზეც გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს

პროკურატურამ გიგი უგულავას მიმართ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა და სიდედრის ბინის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა.

გიგი უგულავას ამ საქმეზე 50 ათასლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. თანხის სანაცვლოდ ყოფილმა მერმა სიდედრის ბინა ჩადო. თუმცა პროკურატურა აცხადებს, რომ უგულავამ გირაოს პირობები დაარღვია და ამიტომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა შეეფარდოს, მისი სიდედრის ბინა კი, აღსრულების ბიუროს გადაეცეს.

კომენტარები