ედუარდ შევარდნაძე

სამების ტაძარში შევარდნაძის გადასვენების გამო ხვალ მოძრაობა შეიზღუდება

შსს-ს ცნობით, საქართველოს მე-2 პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სამების ტაძარში გადასვენების ცერემონიის გამო ხვალ მოძრაობა შეიზღუდება.

12:00 საათიდან სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება შემდეგი მიმართულებებით: კრწანისისა და გორგასლის ქუჩები, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ბარათაშვილის ხიდი და აღმართი, ავლაბრის მოედანი, მესხიშვილის ქუჩა სამების ტაძრამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ ედუარდ შევარდნაძის გამოსვენების დღეს, 13 ივლისს 09:00 საათიდან 16:00 საათამდე მესხიშვილის ქუჩა სრულად ჩაიკეტება. ედუარდ შევარდნაძეს კრწანისის ყოფილი რეზიდენციის ეზოში, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ. იგი 7 ივლისს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები