ნიკა მელია ავტობუსების პარკის განახლებას და ტრამვაის აღდგენას აპირებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური და სოციალური მიმართულებების პრეზენტაცია გამართა. ნიკა მელია მერად არჩევის შემთხვევაში შეჩერებული პროექტების განახლებას გეგმავს, მათ შორისაა თბილისის შემოვლითი რკინიგზა და დიღომი-დიდუბის შემაერთებელი ხიდი. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი თბილისის ავტობუსების პარკის განახლებასა და ტრამვაის აღდგენას აპირებს. ნიკა მელია გადასახადების შემცირებისა და საწვავზე აქციზის გაუქმების საკითხებზე ლობირებასაც გეგმავს.

საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას და განხილვას ორგანიზება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა გაუწია. გუშინ მსგავსი შეხვედრა ქართული ოცნების კანდიდატ დავით ნარმანიასთანაც გაიმართა.

კომენტარები