საბანკო სექტორი

BNP Paribas - ბანკი, რომელსაც სანქციების უგულებელყოფა $9 მილიარდი დაუჯდა

BNP Paribas - სათაო ოფისი პარიზში
მალ ლანგსდონი / REUTERS

მსოფლიოში სიდიდით მესამე ბანკს BNP Paribas-ს შესაძლოა 9 მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისროს - ამის შესახებ გავლენიანმა გამოცემებმა ინფორმაცია ივნისის ბოლოს გაავრცელეს

ბანკს ბრალად ედებოდა 100 მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობით ფინანსური ტრანზაქციების დაფარვა, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სუდანისთვის, ირანისა და კუბასთვის დაწესებული სანქციები დაარღვია. ჯარიმა ითვალისწინებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებით განხორციელებული ტრანზაქციის თითოეულ დოლარზე 30 ცენტის დარიცხვას. 

ამ კვირაში მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ BNP Paribas დამნაშავედ ცნო და რეკორდული რაოდენობის $9 მილიარდიანი ჯარიმა დააკისრა - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.  

საფრანგეთის ყველაზე დიდმა ბანკმა თავი დამნაშავედ ცნო იმ ბრალდებით, რომელსაც მას სასამართლო უყენებდა და აღიარა რომ დაარღვია საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური ძალის აქტით გათვალისწინებული სანქციები, რომელიც რიგ სახელმწიფოებს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააკისრა. 

გარდა $9 მილიარდიანი ჯარიმისა, ბანკს ერთი წლით აეკრძალება ამერიკული დოლარით ვაჭრობა 2016 წლის 1 იანვრის ჩათვლით და აღმასრულებელ თანამდებობაზე მყოფ 13 პირს მოუწევს სამსახურის დატოვება. 

კომენტარები