2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

არგენტინელი და გერმანელი პაპები, გერმანია-არგენტინის თამაშს არ უყურებენ

პაპი ფრანცისკე და პაპი ბენედიქტე
vatican.va

მოქმედი არგენტინელი პაპი ფრანცისკე და გადამდგარი გერმანელი პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს, სადაც გერმანიისა და არგენტინის გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან, არ უყურებენ.

„საქმე ის არის, რომ ფინალური მატჩი პაპი ფრანცისკესთვის ზედმეტად გვიან შედგება, ხოლო პაპი ბენედიქტე არასდროს ყოფილა სპორტის მხურვალე გულშემატკივარი. ორივე პაპი წარმატებას უსურვებს ყველაზე ძლიერ გუნდს და არ მიემხრობა არც ერთ მხარეს" - ვატიკანის პრესსპიკერს, მამა ფედერიკო ლომბარდის ამის შესახებ განცხადების გაკეთება მას შემდეგ მოუწია, რაც მედიაში არაერთი კარიკატურა და სახუმარო კომენტარი გაჩნდა მოსალოდნელი „წმინდა ომის" შესახებ ორ პაპს შორის. 

კომენტარები