პრეზიდენტი: არჩევნებზე მისვლით ვემსახურებით არა პოლიტიკოსებს, არამედ ქვეყანას

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ "საარჩევნო უბანზე მისვლით ჩვენ ვემსახურებით არა პოლიტიკოსებს, არამედ ჩვენს სამშობლოს და ქვეყანას". მისივე თქმით, " ჩვენ არა პოლიტიკოსებისთვის ვაკეთებთ არჩევანს, არამედ ვქირაობთ პოლიტიკოსებს იმისთვის, რომ ჩვენ გვემსახურონ". 

"ჩვენ დღეს მივეცით ხმა ახალი თვითმმართველობის ჩამოყალიბებას საქართველოში. თვითმმართველობა უმნიშვნელოვანესი ფორმაა დემოკრატიის, როდესაც ხალხი რეალურად მართავს თავის ყოველდღიურ ცხოვრებას ქალაქის, სოფლის, დაბის დონეზე. მინდა მოვუწოდო ამომრჩეველს აქტიურობისკენ" - განაცხადა მარგველაშვილმა საკუთარი არჩევანის გაკეთების შემდეგ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური რვა ქალაქსა და ცამეტ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

კომენტარები