12:00 საათისთვის ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ხონში ფიქსირდება

12:00 საათისთვის დაფიქსირებული ამომრჩეველთა აქტივობა
ISFED

ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა (28%) 12:00 საათისთვის ხონში დაფიქსირდა. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მონაცემებით თბილისში ამავე რიცხვმა 15% შეადგინა.

იმ თვითმმართველ ქალაქებში, სადაც სამართლიანი არჩევნები ხმების პარალელურ დათვლას ახორციელებს, ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის 2014 წლის არჩევნების პირველ ტურთან შედარებით გაზრდილია. გამონაკლისია მცხეთის თვითმმართველი ქალაქი, სადაც ამომრჩეველთა აქტივობა 1%-ით ნაკლებია 15 ივნისის არჩევნებთან შედარებით - ნათქვამია ISFED-ის ანგარიშში.

დარღვევების მხრივ, 13:30 საათისთვის ISFED აფიქსირებს აგიტაციის (1), დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის (1), გადასატანი ყუთის მთლიანობის დარღვევის (2), სააარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების (9) ფაქტებს.

ორგანიზაციის მიერ ამ დრომდე წარდგენილია 4, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 18 საჩივარი.

კომენტარები