კალაძე: მე ხმა მივეცი ჰალსტუხიანი კრიმინალების წინააღმდეგ

ვიცეპრემიერ კახა კალაძის განცხადებით, "მე ხმა მივეცი ჰალსტუხიანი კრიმინალების და ბიუჯეტის მძარცველების წინააღმდეგ". როგორც კალაძემ ხმის მიცემის შემდეგ თქვა, "წელიწადნახევრის წინ გაიმარჯვა ხალხმა, ხალხის ნებამ". ვიცეპრემიერი დარწმუნებულია, რომ დღესაც ხალხი და დემოკრატია გაიმარჯვებს.

"ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს, ძლიერ დედაქალაქს და ძლიერ საქართველოს" - დასძინა კალაძემ.

რვა ქალაქსა და ცამეტ მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 08:00-დან მიმდინარეობს.

კომენტარები