ცესკო: პირველადი მონაცემებით დავით ნარმანია 73.51%-ით ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ, თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შედეგები გამოაცხადა. 

თბილისში 727 უბნიდან ცესკომ 140 უბნის მონაცემები უკვე დაითვალა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ნიკა მელია ამომრჩევლების 26.49%-მა აირჩია, ნარმანია კი 73.51%-მა. 

დათვლილია მონაცემები ფოთშიც, სადაც 32-დან 23 უბანში 71.48%-ით ლიდერობს ქართული ოცნების კანდიდატი ირაკლი კაკულია. 

ყვარელში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ხატია დეკნოიძემ ხმების 17.88% აიღო, მისმა ოპონენტმა, ქართული ოცნების ილია მზექალაშვილმა კი 82.02%.

პირველადი მონაცემებით ქართული ოცნება ლიდერობს თიანეთში, ბაღდათსა და მარტვილში. 

არჩევნების წინასწარი შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

დამატებით მონაცემებს თამარ ჟვანია 23:30-ზე გამოაცხადებს. 

კომენტარები