საქართველოს პრეზიდენტმა დავით ნარმანიას გამარჯვება პირადად მიულოცა

facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტმა დედაქალაქის ახალ მერს დავით ნარმანიას გამარჯვება პირადად მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

"ეს არის ისტორიული მომენტი, რომლიდანაც საქართველოში რეალურად იწყება პოლიტიკური კულტურისა დათვითმმართველობის განვითარება. ამ არჩევნებით ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთი დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგა ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ და ისე, როგორც არასდროს, მიუახლოვდა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს." - მიმართავს მოსახლეობას მარგველაშვილი.

საზოგადოებას, რომელმაც მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში მაღალი შეგნება და სამოქალაქო კულტურა გამოავლინა, ვუსურვებ არჩევნების საბოლოო შედეგების გამართლებასა და შემდგომ წინსვლას ერთიანობის, მშვიდობისა დაკეთილდღეობისაკენ - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

კომენტარები