ყველა საარჩევნო ოლქში ქართული ოცნება იმარჯვებს - დათვლილია ხმების 100%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, სადაც გუშინ არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, ქართული ოცნების კანდიდატები იმარჯვებენ. ცესკოს ინფორმაციით, დათვლილია ბიულეტენების 100%.

მმართველი გუნდის კანდიდატები აირჩიეს ქალაქის მერად თბილისში (დავით ნარმანია - 72.47%), თელავში (პლატონ კალმახელიძე - 70.61%), რუსთავში (დავით ჯიქია - 64.77%), მცხეთაში (ავთანდილ ნემსიწვერიძე - 62.99%), გორში (ზურაბ ჯირკველიშვილი - 62.23%), ოზურგეთში (ბეგლარ სიორიძე - 58.9%), ფოთსა (ირაკლი კაკულია - 72.38%) და ბათუმში (გიორგი ერმაკოვი - 77.29%).

ასევე, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნების კანდიდატები აირჩიეს ცამეტი თვითმმართველი თემის გამგებლად. კერძოდ, ყვარლის გამგებელი იქნება ილია მზექალაშვილი (79.95%), თელავის - ალექსანდრე შათირიშვილი (70.93%), ახმეტის - ბექა ბაიდაური (59.19%), თიანეთის - ლელა ქიტესაშვილი (64.5%), გორის - დავით ონიაშვილი (66.95%), თერჯოლის - თეიმურაზ ჯაფარიძე (61,44%), ბაღდათის - ირაკლი გეგეშიძე (56.44%), ხონის - ჯემალ მებუკე (58.23%), ტყიბულის- რობინზონ გვენეტაძე (68.81%), ლანჩხუთის - ზაზა ურუშაძე (56.12%), მარტვილის - ალექსანდრე გრიგალავა (88.64%), ქობულეთის სულხან ევგენიძე (76.3%), ხოლო ხულოსი - ბესიკ ბაუჩაძე (59.42%).

კომენტარები