ედუარდ შევარდნაძე

ედუარდ შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციის ეზოში სამხედრო პატივით დაკრძალეს

wikipedia.org

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციის ეზოში, სამხედრო პატივით, მეუღლის გვერდით დაკრძალეს.

ყოფილი პრეზიდენტი კრწანისის რეზიდენციაში სამგლოვიარო პროცესიით სამების საკათედრო ტაძრიდან გადაასვენეს.

სამგლოვიარო ცერემონიის ოფიციალურ ნაწილს სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, პრეზიდენტი, პრემიერი, ასევე, საერთაშორისო დელეგაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები