ედუარდ შევარდნაძე

ზაქარეიშვილი: საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შევარდნაძის დროს დაიწყო

Paata Zakareishvili
Dimitri Chikvaidze / Tabula

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, დაკრძალვის ცერემონიას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილიც ესწრებოდა. 

ზაქარეიშვილმა გაიხსენა, რომ აფხაზეთის ომის დროს ხშირი, თითქმის ყოველდღიური შეხება ჰქონდა ედუარდ შევარდნაძესთან, რადგან ყოფილი პრეზიდენტი ხშირად იყო აფხაზეთში. 

"მე მასთან ოპოზიციაში ვიყავი და გვქონდა ბევრი კრიტიკული დამოკიდებულება, მაგრამ არ შეიძლება არ გავიხსენოთ ის ბევრი დადებითი, რაც მან როგორც ქვეყანას, ასევე მსოფლიოს მოუტანა. 

აფხაზეთის ომის დროს ნამდვილად მქონდა მასთან უშუალო ურთიერთობა, ურთიერთობები, კონტაქტი თითქმის ყოველდღიური, სულ აფხაზეთში იყო ხშირად იყო აფხაზეთში". 

ზაქარეიშვილის თქმით, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ევროპისკენ სწრაფვა სწორედ შევარდნაძის დროს დაიწყო. 

კომენტარები