ინვესტიციები

მარგველაშვილმა იაპონურ დელეგაციასთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრა

იჩირო აიზავა და გიორგი მარგველაშვილი
facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტი დღეს იაპონიის პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, საქართველო-იაპონიის მეგობრობის საპარლამენტო ასოციაციის პრეზიდენტს იჩირო აიზავას შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას მარგველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ თანამშრომლობას, საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას და ეკონომიკის სფეროს სტაბილურ განვითარებას.

იჩირო აიზავას განცხადებით, იაპონიის მთავრობა მუდმივად ეხმარებოდა ქვეყნის ხელმძღვანელობას კონკრეტული პროექტების განხორციელებაში და მზად არის კვლავაც დაეხმაროს მას განვითარების პროცესში.

შეგახსენებთ, რომ წელს იაპონური ბიზნესდელეგაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესასწავლად თბილისს ივნისის დასაწყისში ეწვია. გარდა ამისა, იაპონიის მთავრობამ საქართველოს $5 მილიონის ოდენობის გრანტიც გამოუყო, რომლის ფარგლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კვლევის თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ აპარატურას და ამბულატორიული მომსახურების მიზნით გამოსაყენებელ აღჭურვილობას შეიძენს. 

კომენტარები