კულტურა

დირიჟორი ლორინ მააზელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლორინ მააზელი
ტერი ლინკე / bbc.co.uk

ვენის სახელმწიფო ოპერის, ნიუ იორკის ფილარმონიული ორკესტრისა და კლივლენდის ორკესტრის დირიჟორი, ლორინ მააზელი, 84 წლის ასაკში ვირჯინიის შტატში გარდაიცვალა. მააზელი ასევე დირიჟორობდა პიტსბურგის სიმფონიურ ორკესტრს, მიუნხენის ფილარმონიულ ორკესტრს, საფრანგეთის ეროვნულ ორკესტრს პარიზში და ბავარიის რადიოს სიმფონიურ ორკესტრს. 

მისი გარდაცვალების მიზეზი გამწვავებული ფილტვების ანთება გახდა - ამბობს მააზელის პრესსპიკერი, ჯენი ლოუჰორნი. 

მააზელი მუსიკის გარდა გატაცებული იყო მეცნიერებით და სწავლობდა მათემატიკასა და ფილოსოფიას, ასევე ფლობდა 6 ენას (ფრანგული, გერმანული, პორტუგალიური, ესპანური, იტალიური).

მააზელი ასევე ცნობილი იყო ფენომენალური მეხსიერებით და იშვიათად იყენებდა ნოტებს წარმოდგენის დროს. ვიოლინოზე დაკვრა მუსიკოსმა 5 წლის, ხოლო დირიჟორობის პირველი გაკვეთილების აღება 7 წლის ასაკში დაიწყო მევიოლინესა და დირიჟორის, ვლადიმირ ბაკალეინიკოვის ხელმძღვანელობით და სადირიჟორო დებიუტი უკვე 8 წლის ასაკში ჰქონდა. 11 წლის ასაკში მააზელმა უკვე მიწვეული რეჟისორის რანგში უდირიჟორა NBC-ის სიმფონიურ ორკესტრს რადიოს პირდაპირ ეთერში. 12 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატები მუსიკალური ტურით მოიარა, 15 წლისას უკვე ვიოლინოზე პირველი საჯარო დებიუტიც ჰქონდა. 

1984 წელს მააზელმა პირველი ოპერა დაწერა, რომელიც ჯორჯ ორუელის ლიტერატურულ ნაწარმოებს ეყრდნობოდა.

დირიჟორობის გარდა, მააზელი ბერლინში გერმანული ოპერის მხატვრული დირექტორიც იყო და მენეჯმენტს უწევდა ვენის სახელმწიფო ოპერას. ის ასევე იყო ბერლინის რადიო სიმფონიის მუსიკალური დირექტორი. ასევე, თავად წერდა მუსიკალურ ნაწარმოებებს და აღიარებული კომპოზიტორის სტატუსითაც სარგებლობდა. 

კომენტარები