ბრაზილია 2014

გერმანიის ნაკრები ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

bbc.co.uk

გერმანიის ნაკრები ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონია.

2014 წელს ბრაზილიაში გამართული მუნდიალის ფინალურ მატჩში ერთმანეთს გერმანიისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა. 

მეორე დამატებით ტაიმში, 113-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან შურლეს გარღვევის შემდეგ ბურთი მარიო გიოტცემ მიიღო და ეფექტური დარტყმით გადაგზავნა რომეროს კარში. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და შედეგად, იოახიმ ლიოვის გუნდი ქვეყნის ისტორიაში მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

რაც შეეხება ინდივიდუალურ ჯილდოებს, ტურნირის საუკეთესო მეკარე გერმანელი მანუელ ნოიერი გახდა, ოქროს ბურთი არგენტინელ ლიონელ მესის გადაეცა, ბომბარდირი და შესაბამისად ოქროს ბუცის მფლობელი კი კოლუმბიელი ხამეს როდრიგესია.

კომენტარები