ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა

ჭიკაიძე: ბევრი შს მინისტრი ვერ დაიკვეხნის ამ ოდენობის ნარკოტიკის ამოღებას

ალექსანდრე ჭიკაიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, "მე მგონია, რომ ბევრი შს მინისტრი და ბევრი სამინისტრო ვერ დაიკვეხნის ამ ოდენობის ნარკოტიკების ამოღებას". ჭიკაიძე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რამდენიმე დღის წინ 2.8 ტონა თხევადი ჰეროინის ამოღების ფაქტს გამოეხმაურა. შს მინისტრის თქმით, ამოღებული ნარკოტიკი ავღანურია და, სავარაუდოდ, ევროპაში უნდა გასულიყო სარეალიზაციოდ.

"გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ნარკოტიკები ავღანეთიდანაა, აზერბაიჯანიდან შემოდიოდა საქართველოში და, სავარაუდოდ, ევროპაში უნდა მოხვედრილიყო. ჩემი თანამშრომლების დამსახურებით ეს ფაქტი აღიკვეთა. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ნარკოტიკების წინააღმდეგ. ეს ჩვენი პრიორიტეტია და ფაქტი სახეზეა", - აღნიშნა ჭიკაიძემ.

კომენტარები