ეროსი კიწმარიშვილის საქმე

პრეზიდენტი: ამ საზარელ მკვლელობას პასუხი უნდა გაეცეს

„აუცილებლად უსწრაფესად უნდა მოხდეს გამოძიება. ბუნებრივია, ამ საზარელ მკვლელობას პასუხი უნდა გაეცეს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც მარგველაშვილი ამბობს, მას დამატებითი ინფორმაცია არ აქვს. პრეზდიენტი ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს და მის ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატი ეროსი კიწმარიშვილი ყიფშიძის ქუჩაზე, მისი საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, საკუთარ მანქანაში მოკლული იპოვეს.   

კომენტარები