სამი ხედირა

Skysports: არსენალმა რეალთან სამი ხედირას სატრანსფერო თანხა შეათანხმა

express.co.uk

ლონდონის არსენალმა მადრიდის რეალთან გერმანელი ნახევარმცველის, სამი ხედირას სატრანსფერო თანხასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია, ამის შესახებ ინფორმაციას Skysports ესპანურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მეთოფეებს გარიგება სავარაუდოდ 20 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ.

მიუხედავად ამისა, ბრიტანულ პრესაში უკანასკნელი საათების მანძილზე დაიწერა, რომ ლონდონელებს 27 წლის გერმანელთან პირად კონტრაქტზე მარტივი მოლაპარაკებები არ ელით. Mirror-ის ცნობით, ხედირა გასამრჯელოს სახით კვირაში 150-დან 200 ათასამდე ფუნტს მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტის მიხედვით კიდევ ერთი წელი აკავშირებს.

ლონდონის არსენალში ამჟამად რამდენიმე გერმანელი ფეხბურთელი ირიცხება: ლუკაშ პოდოლსკი, პერ მერტესაკერი, მესუტ ოზილი და სერჟ გნაბრი.

კომენტარები