ლუის სუარესი

ლუის სუარესი უკვე ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელია

bbc.co.uk

ლივერპულის ყოფილი ფორვარდი ლუის სუარესი უკვე ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელია.

სატრანსფერო სპეკულაციები დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, ახლა კი BBC-ის ცნობით, 75 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ ურუგვაელი კატალონიური კლუბის საკუთრებაა.

27 წლის ფეხბურთელის გულშემატკივრებისთვისა და პრესისთვის წარდგენა ვერ ხერხდება, რადგან მას ჯორჯო კიელინის კბენისთვის ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია აქვს მისჯილი.

მიუხედავად ამისა, ბარსელონას სპორტული დირექტორის ანდონი სუბისარეტას თქმით, "სუარესი 100%-ით კლუბის წევრია".

"დარწმუნებული ვარ, ლუის სუარესი ჩვენთვის მომავალში პოზიტიური ფიგურა იქნება. ის კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ კლუბი უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მისი მოთამაშეები", - განაცხადა სუბისარეტამ.

 

კომენტარები