ეროსი კიწმარიშვილის საქმე

კიწმარიშვილის ოჯახი: შეძრწუნებული ვართ, თვითმკვლელობის ვერსიას არ ვეთანხმებით

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმება.

"ოჯახი შეძრწუნებულია მომხდარით, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი და თავზარდამცემია ეს ტრაგედია. ძალიან გვიჭირს, მომხდარს რაიმე ახსნა მოვუძებნოთ. ეროსი მუდამ ენერგიული და აქტიური ხასიათით გამოირჩეოდა და სულ, ბოლო პერიოდშიც არაერთ განსახორციელებელ პროექტზე ფიქრობდა. აქედან გამომდინარე, ოჯახი არ ეთანხმება თვითმკვლელობის ვერსიას და ელოდება გამოძიების დამთავრებას", - ნათქვამია კიწმარიშვილის ოჯახის განცხადებაში.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი მისი საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, საკუთარ მანქანაში გუშინ იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მას თავში აქვს ერთი ტყვია მოხვედრილი. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. მთავარი პროკურატურის განცხადებით, კიწმარიშვილის მანქანაში ნაპოვნია სავარაუდო მკვლელობის იარაღი, რომელიც გარდაცვლილის სახელზე 15 ივლისს დარეგისტრირდა. 

კომენტარები