კრიმინალი

მძღოლის ცემით გარდაცვალების ფაქტზე საქმე გადაკვალიფიცირდა

ყვითელი ავტობუსის მძღოლის გარდაცვალების ფაქტზე საქმე გადაკვალიფიცირდა. შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

ცნობისთვის, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ყვითელი ავტობუსის მძღოლი მგზავრის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ გარდაიცვალა. შსს-მ თავდაპირველად, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით, თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაიწყო. 

ტრაგედია დღეს, 12:00-ზე, ფონიჭალაში, #19 ავტობუსში მოხდა. არსებული ინფორმაციით, სიტყვიერი შელაპარაკება ავტობუსში დაიწყო და ფონიჭალის ბოლო გაჩერებაზე გაგრძელდა. მძღოლს მგზავრმა ფიზიკური შეურაცხყოფა სწორედ გაჩერებაზე მიაყენა, რის შემდეგაც მძღოლი ძირს დაეცა და გონება დაკარგა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მძღოლი გარდაცვლილი დახვდა. 

კომენტარები