თვითმფრინავის ჩამოგდება

მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი MH17 რუსეთ-უკრაინის საზღვართან ჩამოაგდეს

AFP

ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით მფრინავი მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი MH17 აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან რაკეტით ჩამოაგდეს. ბორტზე 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მალაიზიური ავიახაზების ინფორმაციით, მათ თვითმფრინავიდან სიგნალი ბოლოს უკრაინის საჰაერო სივრციდან მიიღეს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის ანტონ გარაშენკოს ინფორმაციით, თვითმფრინავი 10 000 მეტრ სიმაღლეზე მიფრინავდა, როდესაც რაკეტამ ააფეთქა. აღნიშნული რაკეტა დაახლოებით 22000 მეტრ სიმაღლეზე აღწევს.

უკრაინის საჰაერო სივრცე ოფიციალურად დახურული არ არის, თუმცა, ავიაკომპანიები Lufthansa, Air France და Turkish Airlines აღმოსავლეთ უკრაინის სივრცეში შესვლას უკვე ერიდებიან.

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში დაპირისპირება უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის კვლავ გრძელდება.

ოთხშაბათს საღამოს, უკრაინული საბრძოლო ვერტმფრენი რუსულმა თვითმფრინავმა ასევე რაკეტით ჩამოაგდო. ოფიციალური კიევი აცხადებდა, რომ მოსკოვი სეპარატისტების პირდაპირი მხარდამჭერია. 

კომენტარები