ბაჩო ახალაიას საქმე

ბაჩო ახალაიამ მუქარაზე ისაუბრა და სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

0 კომენტარი

დღევანდელ პროცესზე მუქარაზე ისაუბრა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ყოფილი მინისტრის თქმით, მის ადვოკატს გოგა ონიანს ირაკლი ბათიაშვილმა დაურეკა და უთხრა, რომ ბაჩო ახალაიას გარეთ ჰყავს ადამიანები, ვისზეც უნდა ინერვიულოს. ახალაია დარწმუნებულია, რომ ზეწოლის მორიგ ფაქტს გამოძიება არ მოჰყვება. მოსამართლის თქმით, ბრალდებულის განცხადებით სამართალდამცველი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. პროკურორის შეფასებით კი, ბაჩო ახალაიას განცხადება ძალიან ზოგადი იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სიღნაღში ბავშვის დედა დააკავეს

კომენტარები