თვითმფრინავის ჩამოგდება

რასმუსენი: დაუყოვნებლივ დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება

fb.com/NATO

ნატოს გენერალური მდივანი აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის საზღვართან მალაიზიური თვითმფრინავის რაკეტით ჩამოგდებას ეხმაურება. ავიაკატასტროფას 295 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ანდერს ფოგ რასმუსენი დაუყოვნებლივ საერთაშორისო გამოძიებას და მომხდარზე პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვს.

"შოკირებული და დამწუხრებული ვარ უკრაინაში მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, რომელსაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

გულწრფელად ვუსამძირებ დაღუპულების ოჯახის წევრებს, ახლობლებს და ყველას, ვისაც ეს საშინელი ტრაგედია შეეხო.

ბევრი რამ არის გაუგებარი, რა ვითარებაში მოხდა ეს კატასტროფა. თუმცა რეგიონში არსებულმა არასტაბილურობამ, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტებით არის გამოწვეული, შექმნა გაცილებით სახიფათო სიტუაცია.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, დაუყოვნებლივ დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება, რათა დადგინდეს ფაქტები და მომხდარზე პასუხისმგებელი პირები სწრაფად წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე."

ნათქვამია ნატოს გენერალური მდივნის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით მფრინავი მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი MH17 აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან რაკეტით ჩამოაგდეს. ბორტზე 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა.

კომენტარები