ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება

ფულე: ეს ხელშეკრულება ქართველებისთვის ახალ შესაძლებლობებს მოიტანს

0 კომენტარი
შტეფან ფულე ფოტო: wikipedia.org

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის რატიფიცირებით საქართველო კიდევ უფრო ინტენსიური საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ იქნება - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფულემ, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფულეს განცხადებით ხელმოწერის რატიფიცირებით საქართველოს კიდევ უფრო მეტი მოთხოვნები დაადგება და უფრო ინტენსიური საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ იქნება.

შტეფან ფულეს თქმით, შეთანხმება სრულიად საქართველოს ტერიტორიას ეხება და ის ერთნაირად დადებითის მომტანი უნდა იყოს სრულიად საქართველოსთვის.

"ვაჭრობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ახალ შესაძლებლობებს გახსნის. ეს აგრეთვე რა საკვირველია ხელს შეუწყობს საქართველოს ვაჭრობას დანარჩენ სამყაროსთან, უზრუნველყოფს უფრო ხარისხიან პროდუქციას ქართველი მომხმარებლებისთვის, ასევე უზრუნველყოფს მეზობლებთან კონტაქტების გაღრმავებას. საქართველო ცნობილია მისი სასურსათო პროდუქციის ხარისხით. მე მოველი იმ დღეს, რომ საქართველოს ღვინო იქნება ძალიან მალე წარმოდგენილი ევროკავშირის ბაზარზე. იმედია, ეს დრო მალე დადგება" - განაცხადა ფულემ.

მისი განცხადებით ევროკავშირი საქართველოს კეთილდღეობის მოპოვებასა და მოდერნიზაციაში დაეხმარება.

"მე მინდა დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა და პარლამენტარები, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით ამ ხელშეკრულების განხორციელებისას, რომელიც არის მომავალში ჩადებული ინვესტიცია და გზა იმისკენ, რომ მოხდეს თქვენი ქვეყნის მოდერნიზაცია თითოეული ქართველის საკეთილდღეოდ. აშკარაა, რომ ეს ახალი ხელშეკრულება მოიტანს ახალ შესაძლებლობებს" - აღნიშნა ფულემ.

ფულეს განცხადებით საქართველოს განვითარებისთვის, რეფორმების გატარებისთვის და მოდერნიზაციისთვის დრო სჭირდება და ევროკავშირი მას ფინანსურად დაეხმარება.

"რეფორმებს სჭირდება დრო. ჩვენ ვიცით, რომ ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს აძლევს დროს, ეს პროცესები განხორციელდეს. ეს გარდამავალი ფაზა მოიცავს მთელ რიგს წლებს. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს ეკონომიკას და ქართველ ხალხს. ამიტომაც, ევროკავშირს განსაზღვრული აქვს საქართველოს დახმარება. ევროკავშირი უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსურ დახმარებას რეფორმების პროცესში წლების განმავლობაში. ევროკავშირის მხარდაჭერა არ არის მხოლოდ ფინანსური, მასში შედის ტრენინგი, ტექნიკური მხარადჭერა და ა.შ." -განაცხადა ფულემ.

[ოფიციალური თარგმანი]

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები