ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია

პრეზიდენტი: მიხარია, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში ვარ

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

„მიხარია, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში ვარ, სადაც  ასეთ ერთსულოვნებას ვხედავ. ეს არის მთავრობა, ეს არის უმრავლესობა, ეს არის უმცირესობა - ყველა გაერთიანებული ვართ ერთი იდეით“, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პარლამენტს.

პრეზიდენტმა პარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით რატიფიცირება მიულოცა.

"მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ გრძელი გზის წარმატებულად გავლაში და მე მინდა, მივულოცო ევროპას და ევროპელებს, პირველ რიგში ქართველებს, როგორც ევროპის შემადგენელ ერს, ის, რომ დღეიდან ევროპა კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო სტაბილური და კიდევ უფრო კულტურულად მრავალფეროვანია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა რატიფიკაციის შესახებ პარლამენტის დადგენილებას ხელი მოაწერა, რის შემდეგაც სხდომატა დარბაზში ევროკავშირის ჰიმნი აჟღერდა. 

დღეს საქართველოს პარლამენტმა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას მხარი 123 ხმით, ერთხმად დაუჭირა.

კომენტარები