რობოტიკა

ცოდნა ძალაა: რობოტების რინგი დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსზე

17 ივლისს თავისუფალი და აგრარული უნიერსიტეტების კამპუსზე რობოტების შერკინება - ღია ტურნირი 14KO ჩატარდა.

ტურნირში რობოტები სრულ განადგურებამდე ან იმობილიზაციამდე იბრძოლებენ. 

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტიდან წარმოდგენილი იყო 2 რობოტი, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტიდან -1.    

ორგანიზატორების თქმით, მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ძირითადად ელექტრონული მედიის საშუალებით გავრცელდა. 

ტურნირში გამოვლინდა 3 გამარჯვებული. პირველ ადგილზე გასული გუნდი დაჯილდოვდება 1000 ლარით, მეორე - 700 ლარით, მესამე - 500 ლარით. 

რინგის ლიდერი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტის, ლაშა გეწაძის გუნდის მიერ აწყობილი Green Wolf გახდა. 

ტურნირის ორგანიზატორები იმედოვნებენ რომ მომავალ წელს რობოტების შერკინება უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და მონაწილეებს სომხეთიდან და აზერბაჯანიდანაც ჩამოვლენ.

კომენტარები