განათლება

ESM Free Competition: სასწავლო გრანტი ნიჭიერ სტუდენტებს

თავისუფალი უნივერსიტეტი და ლიბერთი ბანკი ერთობლივ საგანმანათლებლო კონკურსს ატარებენ. კონკურსის მთავარი მიზანია ნიჭიერ სტუდენტებს თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსების შესაძლებლობა მიეცეთ. კონკურსის გენერალური სპონსორი ლიბერთი ბანკია. საგანმანათლებლო პროექტს კოორდინირებას თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები უწევენ. 

ფინალში გასასვლელად დავალებას სტუდენტები ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებისგან მიიღებენ. შერჩევა 25 ივლისს დასრულდება. 

ორგანიზატორების თქმით, კონკურსში მონაწილეობის მიღების სურვილი 650-მდე აპლიკანტმა გამოთქვა. აქედან მეორე ტურში გადავიდა 80 სტუდენტი. 

ფინალური ეტაპი ბაზალეთის ტრენინგ ცენტრში გაიმართება და დასკვნით ეტაპზე ლიბერთი ბანკის დავალების შესრულების ხარისხის მიხედვით 20-მდე სტუდენტი გადავა. 

კომენტარები