მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდება

პოროშენკო: შეთანხმების მიუხედავად ეუთოს წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს

www.telegraph.co.uk

მიუხედავად მიღწეული შეთანხმებისა, ეუთოს წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს, რომლებიც ბოინგ 777-ის ტრაგედიის ადგილზე მივიდნენ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.

პოროშენკოს თქმით, დღეს ევროპელი ექსპერტები დაბრუნდნენ ტრაგედიის ადგილიდან, თუმცა მათ სეპარატისტები მუშაობაში ხელს კვლავ უშლიან. არ აძლევენ უფლებას მტკიცებულებები შეაგროვონ და უხეშად ეპყრობიან დაღუპულთა გვამებს.

"მივიჩნევთ, რომ ეს სიტუაცია დაუშვებელია. არ დავუშვებთ კომისიის მუშაობაში ხელის შეშლას და იმას, რომ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს არ ჰქონდეს ობიექტური გამოძიების წარმართვის შესაძლებლობა" - აღნიშნა პოროშენკომ.

კომენტარები