მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდება

ტერორისტები მსხვერპლის ნივთებს იპარავენ და მათ საკრედიტო ბარათებს იყენებენ

რუსი ტერორისტები
theguardian.com

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადებით, ტერორისტები რომელთა უმრავლესობაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ არის, ხელს უშლიან საერთაშორისო სპეციალისტებს კატასტროფის გამოძიებაში. ტერორისტები ბოინგ 777-ის კასტასტროფის მსხვერპლთა საკრედიტო ბარათებს იყენებენ და გარდაცვლილთა პირადი ნივთების ქურდობით არიან დაკავებულნი.

უშიშროების საბჭოს მდივნის, ანდრეი ლისენკოს განცხადებით: "ბანდიტების ცინიზმი ყოველგვარ საზღვარს გადადის, ოპერატიული მონაცემებით, გარდაცვლილთა პირადი ნივთების მოგროვების გარდა, ტერორისტები იყენებენ მათ საკრედიტო ბარათებსაც".

უშიშროების საბჭოს განცხადებით, ბოევიკები ისვრიან ჰაერსი და ხელს უშლიან ეუთოს სპეციალისტებს. ამ დროისთვის ადგილზე 30 დამკვირვებელი იმყოფება.

ნიდერლანდების საბანკო ასოციაციის განცხადებით, მათ უკვე მიიღეს პრევენციული ზომები საბანკო ანგარიშების დასაცავად, ხოლო ანგარიშებიდან ფულის გაქრობის შემთხვევაში, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს ზარალის ანაზღაურებას დაპირდნენ.

კომენტარები