ფულადი გზავნილები

ივნისის თვეში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების 50%-ზე მეტი რუსეთზე მოდის

REUTERS | Associated Press

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2014 წლის ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ $126.8 მილიონი ანუ 224.3 მილიონი ლარი შეადგინა.

ფულადი გზავნილების მოცულობა ივნისში მაისის თვის მაჩვენებელს 1.3 მილიონი ლარით ანუ 0.3%-ით აღემატება, ხოლო 2013 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე კი 4.4%-ით მეტია.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92% 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის. ფულადი გზავნილების ნახევარზე მეტი, კერძოდ კი 50.9%-ი რუსეთზე.

სულ რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა ივნისის თვეში $64.5 მილიონი შეადგინა. რუსეთი ფულადი გზავნილებით ყოველწლიურად პირველ ადგილზეა, თუმცა 2013 წელთან შედარებით რუსეთის წილი მთლიან გადმორიცხვებში დაახლოებით 3%-ით შემცირდა.

2013 წელთან შედარებით  მეორე უმსხვილესი დონორი ქვეყნიდან საბერძნეთიდან ფულადი გადმორიცხვები დაახლოებით 0.6%-ით არის გაზრდილი.

2014 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ $14.1 მილიონი ანუ 25 მილიონი  ლარი გადაიგზავნა, რაც $0.5 მილიონით ნაკლებია ამავე წლის მაისის მაჩვენებელზე, ხოლო გასული წლის ივნისის მონაცემებს $2.1 მილიონით აღემატება.

კომენტარები