მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდება

ავსტრალიის პრემიერი: რუსეთს არ შეუძლია წყლიდან მშრალი გამოვიდეს

ტონი აბოტი - ავსტრალიის პრემიერმინისტრი
themoscowtimes.com

მალაიზიიის ავიახაზების კუთვნილ ბოინგ 777-ის ჩამოგდების გამო დონეცკის მხარეში, რუსეთი ვერ გამოვა წყლიდან მშრალი, - ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერმა, ტონი აბოტმა განაცხადა, შიდსის ვირუსის მეოცე საერთაშორისო კონფერენციაზე, მელბურნში.

„გუშინ ვაჭრობის მინისტრთან საუბარში, მე ცხადად გამოვხატე უკმაყოფილება სიტუაციით. საქმე ეხება იმ ტერიტორიას, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, მებრძოლებს, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთი და იარაღს, რომელიც, როგორც სჩანს, ასევე შეედინება რუსეთიდან. ამიტომ რუსეთს არ შეუძლია წყლიდან მშრალი გამოვიდეს" - განაცხადა აბოტმა.

ცნობილია, რომ ავსტრალიამ გაეროს უშიშროების საბჭოში შეიტანა რეზოლუცია, რომელშიც ამტკიცებს „ლაინერი ჩამოგდებულია" და „ინციდენტში მონაწილეებმა პასუხი უნდა აგონ". გუშინ აბოტმა განაცხადა, რომ შესაძლოა პუტინს G-20-ის სამიტზე მიწვევა გაუუქმოს.

 

კომენტარები