უგულავასა და კეზერაშვილის საქმე

ჯოზეფ ქეის 24 ივლისს, SKYPE-ით დაკითხავენ

რიყის ტერიტორიისა და ტელეიმედის გასხვისების საქმეზე პროკურატურის მთავარ მოწმეს ჯოზეფ ქეი საქალაქო სასამართლო Skype-ის მეშვეობით 24 ივლისს დაკითხავს. ბრალდების მხარემ დღევანდელ პროცესზე განმარტა, რომ ქეი, როგორც ამერიკის მოქალაქე და იქ მუდმივად მცხოვრები პირი, საქართველოში დასაკითხად ჩამოსვლას ვერ ახერხებს. აქედან გამომდინარე, პროკურორებმა სასამართლოს თხოვნით მიმართეს, მოახდინოს ტექნიკური უზრუნველყოფა და მომავალ პროცესზე ჯოზეფ ქეი დისტანციურად – Skype-ით დაიკითხოს. 

დაცვის მხარის ადვოკატების განცხადებით, Skype-ის მეშვეობით, ჯოზეფ ქეი ხელწერით ვერ დაადასტურებს ფიცს და მისი მხრიდან ცრუ ჩვენების მიცემა გამორიცხული არ იქნება.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ კი განაცხადა, რომ საქალაქო სასამართლო შეეცდება, უზრუნველყოს, 24 ივლისს ჩანიშნულ პროცესზე მხარეებს მიეცეთ საშუალება, ტექნიკურად გამართულ გარემოში დასვან მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვა. 

ჯოზეფ ქეის Skype-ით მომდევნო პროცესზე, 24 ივლისს, 14:00 საათზე დაკითხავენ. 

კომენტარები