კომუნალური მომსახურება

22 - 24 ივლისს რიგი ქუჩები თბილისში წყალს დაბალი წნევით მიიღებენ

ერიკ თაიერი / REUTERS

22 ივლისს, 07:00 საათიდან, 24 ივლისის 07:00 საათამდე წყალს დაბალი წნევით მიიღებენ მაღალი სართულების მაცხოვრებლები შემდეგ უბნებში:

  • მე-3 მასივი, კახეთის გზატკეცილი - გახოკიძის ქუჩიდან მეტროსადგურ სამგორამდე
  • ჯავახეთის ქუჩის ნაწილი - კახეთის გზატკეცილიდან კალოუბნის ქუჩამდე
  • ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილი - მატროსოვის ქუჩიდან მეველის ქუჩამდე
  • მოსკოვის გამზირის ნაწილი - მეველის ქუჩიდან სამგორის ქუჩამდე
  • გახოკიძის, მატროსოვის, სახალხოს, ციხისძირის, მეველისა და სამგორის ქუჩები

ამის მიზეზი ის არის, რომ კომპანია GWP (Georgian Water and Power) სამგორის სათავე ნაგებობაზე განთავსებული სამარაგო წყლის რეზერვუარის რეცხვას შეუდგება.

პროცესის სრულფასოვნად ჩატარება შემდეგ ტექნიკურ პროცედურებს მოიცავს:

  • რეზერვუარის წყლისგან მთლიანად დაცლა
  • კედლების ქლორიანი წყლის ჭავლით ჩამორეცხვა და ფსკერის გასუფთავება
  • ქლორიანი წყლით რეზერვუარის შევსება და მისი დაყოვნება 24 საათის განმავლობაში

დროის აღნიშნულ პერიოდში, კომპანია, საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობას წყალს ავტოცისტერნებით მიაწვდის, რის თაობაზეც ნებისმიერ მომხმარებელს შეტყობინების დატოვება შეეძლება GWP-ის ოფიციალურ Facebook გვერდზე

კომენტარები