ბაჩო ახალაიას საქმე

სასამართლო პროცესი ბაჩო ახალაიამ პროტესტის ნიშნად დატოვა

Georgia's former Interior Minister Bacho Akhalaia speaks to media at the prosecutor's office in Tbilisi
Irakli Gedenidze / REUTERS

ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესი თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ პროტესტის ნიშნად დატოვა. მიზეზი პროკურორის განცხადება გახდა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქმის მთავარი მოწმე თეიმურაზ ტაბაღუა სასამართლოში ჩვენების მისაცემად ვერ გამოცხადდება, რადგან საზღვარგარეთ არის.

ბაჩო ახალაიას განცხადებით, პროკურატურის ქმედებები ყველანაირ ზღვარს სცილდება. ახალაია აღნიშნავს, რომ ტაბაღუა არის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, რომლის ჩვენების საფუძველზეც აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულის განცხადებით, ტაბაღუა პროკურატურამ საზღვარგარეთ გააპარა.

სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, სასამართლო პროცესი წერილობითი ჩვენებების წარდგენით გაგრძელდა.

კომენტარები